ნარკოტიკის დამაზიანებელი მოქმედება პიროვნებაზე ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ და სოციალურ ჭრილში. ყოველი ნარკოტიკული საშუალების გამოყენებას თან ახლავს კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი ცვლილებები ფსიქიკაში, სხვადასხვა ტემპით ქვეითდება ფსიქიკური უნარები, ხშირ შემთხვევაში, დეგრადირდება პიროვნება, რაც აისახება მის სოციალურ სტატუსზეც, ირღვევა ძველი ჯანსაღი ურთიერთობები, იცვლება ადამიანთა წრე, რომელთანაც ინარჩუნებს კონტაქტს ნარკოტიკული საშუალების მიღების მიზნით, ირყევა ფიზიკური ჯანმრთელობაც. ნარკოტიკული საშუალების სახეობის მიხედვით შეიძლება სხვადასხვა ხარისხით დაზიანდეს ცენტრალური ნერვული და პერიფერიული ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ღვიძლი და სხვა. პრაქტიკულად, არ რჩება და ორგანო, რომელზეც არ აისახება ნარკოტიკის მავნე ზეგავლენა.
http://www.ambioni.ge/narkomania-da-narkotikebis-zegavlena-adamianze
რამდენად სახიფათოა ნარკომანი გარშემომყოფებისთვის?
ნარკოტიკის მოხმარება, იწვევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ და ქცევით ცვლილებებს, რაც მათი მხრიდან კანონდარღვევის ალბათობას ზრდის. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გარშემომყოფთა მიმართ რაოდენობრივად ან სიმძიმის თვალსაზრისით უფრო დიდია, ვიდრე ლუდომანების (რომლებიც, პრაქტიკულად, ყველაფრისთვის მზად არიან წაგებული ფულის მოსაპოვებლად), ალკოჰოლიზმით დაავადებულების (უამრავი ოჯახური ან გარე კონფლიქტი, მათ შორის – სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები და მკვლელობები, ასევე, ავტოავარიის შემთხვევათა უმეტესობა დაკავშირებულია ალკოჰოლურ თრობასთან), ან თუნდაც თამბაქოს მომხმარებლებისა, რომელთა ქცევაც სერიოზულ ზიანს აყენებს გარშემომყოფებს, რადგან ისინი უნებურად ხდებიან პასიური მწეველები, რაც ხდება მიზეზი როგორც ფსიქოლოგიური დისკომფორტისა, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა. ნარკოტიკების მოხმარება ამძიმებს კრიმინოგენულ მდგომარეობას, მაგრამ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ წამალდამოკიდებულთა სტიგმატიზება და ამით კიდევ უფრო არ გავართულოთ მათი ფსიქოსოციალური ინტეგრაცია-რეაბილიტაცია, საჭიროა ვეცადოთ, მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ მოვლენათა შეფასებისას.
.jpg)
No comments:
Post a Comment